00:42 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 12:48:15, 1664 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,  უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ფინური კორპორაციის „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

„ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში  მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად არის შესაბამისობაში მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

„ჩვენ შევარჩიეთ 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ვახორციელებთ პირდაპირ დიალოგს და ვაცნობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics