|
2020-05-29 14:28:36, 1232 ნახვა
კომენტარი
პრემიერმა გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან ითანამშრომლონ
პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსი 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 2 არის სატვირთო მანქანის მძღოლი. პრემიერმა გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან ითანამშრომლონ „მინდა, პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ გამოდის, დღეს ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)