02:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 17:23:56, 1233 ნახვა

კომენტარი
გახარია - სეზონურ სამსახურში დასაქმებული ადამიანების შესახებ, ფინანსთა სამინისტრო ცვლილებებს შეიტანს

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ, მათ შესახებ ცვლილებას შევიტანთ და არ მივაქცევთ უკვე არსებულ ცვლილებას ყურადღებას, რომელიც ამ წლის პირველი კვარტლის, სისტემატიურ შემოსავლებს შეეხებოდა - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გაგვიცია ინფორმაცია კონკრეტულ თარიღზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა 20 მაისის შემდეგ“.

„ბიუჯეტის დანახარჯების ციფრი, რომელიც ალბათ თქვენ დაგაკლდათ ეს არის საპროგნოზო კრიზისული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წინასწარ შევათანხმეთ სავალუტო ფონდთან. ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას ვიმოქმედოთ სოციალური დახმარებების ფარგლებში, რომელიც უკვე წარდგენილი იყო.

მარტივი სისტემა არ იყო, ის, რომ თითოეული დახმარება მისულიყო ადრესატამდე, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო და შესაბამის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კარგად მუშაობენ ერთმანეთთან და თანხების გაცემა ამ კვირიდან უკვე დაიწყება და ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას. ჩვენ არ გაგვიცია ინფორმაცია კონკრეტულ თარიღზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა 20 მაისის შემდეგ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ, მათ შესახებ ცვლილებას შევიტანთ და არ მივაქცევთ უკვე არსებულ ცვლილებას ყურადღებას, რომელიც ამ წლის პირველი კვარტლის, სისტემატიურ შემოსავლებს შეეხებოდა“, - განაცხადა გახარიამ.  





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics