13:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 19:05:45, 1467 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: უკრაინის ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეული საერთაშორისო წესების დარღვევაა

„უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

გია ვოლკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ორმხრიი ურთიერთობა ჩმოყალიბებულია ძალიან  მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში და ამ გლობალურ ასპექტშ,  უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეულ საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევად აღიქმება.

„უამრავი მნიშვნელოვანი თემა შემიძლია ჩამოვთვალო რაც დღეს საქართველოში ხდება, ვიდრე, მეოცეხარისხოვან პოზიციაზე სააკაშვილის გამწესება. მაგრამ არის ერთი ასპექტი, ეს არ შეეხება მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ორმხრივ ურთერთობას. ეს ორმხრივი ურთიერთობა ჩამოყალიბებულია ძალიან მბიშვნელოვანი ფორმატის ფარგლებში. ეს არის საერთაშორისო, კონკრეტული პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური ინტერესების დიდი ჯგუფი, (ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ცალკეული ქვეყნები), რომელთაც აქვთ თავისი დამოკიდებულება რეგიონში და  მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ამ დამოკიდებულებაში, ამ ფორმატში, უკრაინას და საქართველოს საკვანძო ადგილები უკავიათ. თავის ალტერნატიული დერეფნის საკითხი, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას და საქართველოს სტრატეგიული, მთავარი მიმართულებაა. იქ ოკუპაციის თემები, რუსეთის შემოჭრა იმ სფეროში, სადაც ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენ, პირადად გაგვაჩნია სასიცოცხლო ინტერესები. ამ გლობალურ თემაში, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია არის ფორმალური დემარშიც და არის აუცილებლობაც, რათა ექსპერტების და პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფში, სპეციალური სამსახურების ფორმატში იქნეს ეს საკითხი განხილული",-განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics