19:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 09:29:51, 1425 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, კოვიდ-19 არის ისეთი მოვლენა, რომელთანაც მთელს მსოფლიოს ცხოვრების წესის ადაპტირება უწევს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის შეზღუდვის ძალიან მსხვილი ასპექტი, რომლის მოხსნაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც ის არ დავუკავშირეთ არც ერთ ეტაპს, რომელიც მთავრობის მხრიდან ეკონომიკის გახსნისა და შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმის მიუხედავად, ღონისძიებების შემსუბუქების რომელი ეტაპი იქნება, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics