21:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 21:11:34, 1986 ნახვა

კომენტარი
ბითაძე - გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება

გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების წარდგენისას განაცხადა.

როგორც  მან აღნიშნა,  არსებული შეზღუდვების პირობებში, გარემოს დაცვის საქალაქო  სამსახური გამწვანების სამუშაოებს სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვით, შეფერხების გარეშე განაგრძობს; ხე-მცენარეების მასშტაბური რგვისა და სანიტარიული ჭრის პროცესი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ინტენსიურად მიმდინარეობს.

მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქში, თბილისის გარემოსთან ადაპტირებული მერქნული მცენარეები ირგვება.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ  თბილისში ამ გაზაფხულზე ძალიან ლამაზად გამოჩნდა. ეს არის გამწვანების სამუშაოები, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ის ეფექტი, რომელიც აღნიშნული გამწვანების სამუშაოებმა მოგვცა, იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვისში“ მუშაობენ და ამ შეზღუდვების პირობებში, ყოველდღიურ შრომას განაგრძობენ. ის სამუშაოები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად  ასრულებენ, ჩვენ კვლავ მოგვცემს შედეგს, როგორც წელს, ასევე მომავალში. სამუშაოები, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, დაახლოებით, 5 ჰა ფართობზე, ე.წ. ჟინვალის ფერდობზე განხორციელდა. ასევე, სამგორის რაიონში, უკვე დაირგო თბილისის გარემოსთან ადაპტირებული 200-მდე მერქნული მცენარე - ნეკერჩხალი, ნუში, აკაკი. სამუშაოები, ბუნებრივია, ხორციელდება სოციალური დისტანციის პრინციპების დაცვით, ნიღბებისა და ხელთათმანების გამოყენებით. ეს ადამიანები ატარებენ გათიბვისა და ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში იმისთვის, რომ მომავალი თბილისი, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდება, მოვლილი და მეტად გამწვანებული იყოს.

„აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში კვლავ გრძელდება სანიტარული ჭრები. ამ დროისთვის, უკვე მოჭრილია, დაახლოებით,  400-მდე ხე.  ამჟამად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები ზოოპარკისა და ვერა-ვაკის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერია ინფრასტრუქტურულ და გამწვანების სამუშაოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics