14:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 15:27:31, 2530 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთმა, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩრდილოეთ კორეაში სამედიცინო ჯგუფი გააგზავნა

ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გააგზავნა, - აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დელეგაცია, რომელმაც კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით რეკომენდაციები და რჩევები უნდა გასცეს, პეკინიდან ჩრდილოეთ კორეაში 23 აპრილს გაემგზავრა.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 15 აპრილს, ბაბუამისის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. 

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კრიტიკულია, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ფხენიანი არ ადასტურებს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics