|
2020-04-24 15:05:45, 1208 ნახვა
კომენტარი
გახარია - მთავრობას გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო მიმართულება, ესენია - ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება
„მთავრობას გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო ზონა. ესაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით და მომავალში გადავდგამთ იქნება ზრუნვის ამ სამი ძირითადი მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლა იყოფა გარკვეულ ეტაპებად. „პირველი ეტაპი გახლდათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, როგორც ჩვენი მოქალაქეების სოციალური თვალსაზრისით უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე ჩვენი ეკონომიკის, მეწარმეების დახმარების თვალსაზრისით და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა ჰქონდა. შემდგომ ჩვენ გვქონდა სამუშაო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ფონდებთან იმისთვის, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენმა კრიზისულმა ბიუჯეტმა განიცადა თანმიმდევრულად შეგვევსო იმ ფინანსური რესურსებით, რომელიც საჭირო იყო და არის დღესაც როგორც ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და შემდგომი ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით და უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაციის სახით, როგორც ეკონომიკური ჯგუფის, ისე ჩვენი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შესაძლოა იყოს გარკვეული სადისკუსიო თემები, რაზეც შემდგომში შეგვეძლება ვიმსჯელოთ,"- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, აღნიშნული პრეზენტაცია ერთობლივი შრომის შედეგია. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფასეულობა, რომელიც ამ ეკონომიკურ ჯგუფს გააჩნია, სადაც წარმოდგენილია ხელისუფლების ყველა შტო - პარლამენტი, ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, საინვესტიციო საბჭო, მთავრობა და საერთო ჯამში თითქმის ყველანი აქ ვართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)