14:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 14:25:09, 2311 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი შეუერთდა აქციას, სადაც საკარანტინე შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო აქციას შეუერთდა, სადაც საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ.

ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლსონარო აქციაზე ნიღბის გარეშე იმყოფებოდა და აქციის მონაწილეებთან საუბრისას რამდენჯერმე დაახველა კიდეც.

ზოგიერთი აქციის მონაწილე სამხედრო ძალების ჩარევით კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს დახურვას მოითხოვდნენ, რადგან ორივე მათგანი მხარს უჭერს გუბერნატორების მიერ დაწესებულ სოციალურ იზოლაციას.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ბოლსონარომ ჯანდაცვის მინისტრი გაათავისუფლა, რადგან ის სოციალური იზოლაციის მომხრე იყო. 

ცნობისთვის, ბრაზილიაში კორონავირუსის 38 654 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 2 462 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics