02:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 10:02:36, 1325 ნახვა

კომენტარი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი უკანონო ბორდერიზაციაზე - რუსეთი ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, რუსეთის მიერ განხორცირელებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გამოემხაურა.

ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ წითელ პარასკევსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია, რუსეთი ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით.

„ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, წითელ პარასკევსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია, ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით”, - წერს სოციალურ ქსელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს, რის შედეგადაც მოსახლებას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა შეეზღუდათ.

     





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics