13:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 14:33:05, 2549 ნახვა

მსოფლიო
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული არქიმანდიტრი გარდაიცვალა

კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული არქიმანდიტრი ნექტარი (ერისკაცობაში ალექსანდრ კოვალენკო) გარდაიცვალა. ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.
აღნიშნული განცხადება, კიევი-პეჩერის ლავრის სამონასტრო კომპლექსის საიტზეც გამოქვეყნდა.
არქიმანდიტრ ნექტარის კორონავირუსის დიაგნოზი აპრილის დასაწყისში დაუდგინეს, მოგვიანებით სასულიერო მაღალიერარქს მწვავე პლევმონია განუვითარდა, დღეს კი კიევის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამასთან უკრაინული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულია კიევ-პეჩერის ლავრის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი პავლე. 
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics