10:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 18:33:47, 2001 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც

ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ ჩატარდება სააღდგომა ღვთისმმსახურება ეკლესიებში, თუ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდა ან ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

მისი თქმით, აღდგომამდე ჯერ დრო არის და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ, რადგან მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება.

„აღდგომამდე ჯერ დრო არის, შესაბამისად, დაველოდოთ, რადგან ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა. თქვენ ხედავთ, როგორია რეალური სიტუაცია ქვეყანასა და მსოფლიოში. საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მე ძალიან მომწონს ის რაციონალური მიდგომა. რეალურად, ისინიც ხედავენ, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველა. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics