წულუკიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის განსახორციელებლად ცვლილებათა პაკეტს მხარს დაუჭერს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია წარადგინა. მან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის არსი დეტალურად განმარტა. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას პარლამენტი მხარს დაუჭერს.