03:43 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 18:07:14, 1475 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვა იწყება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ხვალიდან, კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. გზის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები დაიხაზება.

საგზაო მონიშვნები მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით შესრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ახალი საგზაო მონიშვნები ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში იწარმოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ჩაატარებენ. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეუფერხებლად, დადგენილი სქემის მიხედვით შეძლებს გადაადგილებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics