|
2026-08-01 19:35:27, 257 ნახვა
ევროპის ამბები
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ესპანეთის ანკლავის, სეუტას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის არც ერთი მიგრანტი ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკზე ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრა. მისი თქმით, ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის წყალობით, მასობრივ საზღვრის დარღვევაში მონაწილე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სეუტაში კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა ევროკავშირის გარე საზღვრების კონტროლის მნიშვნელობა, თუმცა არსებული სისტემა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. მან ასევე მოუწოდა ინციდენტის ანალიზისკენ, რათა გაუმჯობესდეს ევროპის მზადყოფნა მსგავსი სიტუაციებისთვის მომავალში. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკომისიამ თავიდანვე შესთავაზა დახმარება ესპანეთს და მიესალმება ევროკავშირის რამდენიმე ლიდერის ინიციატივას, ჩაატარონ საგანგებო ვიდეოკონფერენცია სიტუაციის განსახილველად. „არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს სოლიდარობას და ერთიან ევროპულ რეაგირებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)