|
2020-03-12 11:20:28, 1430 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი კომისიებისა და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ
"სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი კომისიებისა და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან მოუწოდა თავის მოადგილეებს, გუბერნატორებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ მათ თანამშრომლ3ბს დისტანციურად მუშაობის უფლება მისცენ.
"მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე იმ ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკები.
დროებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შემდეგი სერვისების მიწოდება - მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. ასევე მინდა დავავალო ჩემს მოადგილებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებსა და გამგებლებს, რომ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ. სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი კომისიებისა და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)