|
2020-03-07 16:31:07, 2322 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი - საკარანტინო ზონაში მოთავსებულ ორ პირს ცხელება აღენიშნება
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მოთავსებულ 2 პაციენტს ცხელება აღენიშნებათ. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, შესაძლოა ორივე პაციენტს კორონავირუსთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტი ჩაუტარდეთ. "ამ დილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 33 მოქალაქე, მათგან მხოლოდ ორს აღენიშნა გუშინ საღამოს ცხელება 37.5 -37.7, შესაბამისად გამოკვლევები უტარდებათ ამ პაციენტებს, რაც გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას და სისხლის ანალიზები გამეორდა.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს. დანარჩენების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, მივმართავთ ახლა დაავადების კონტროლის ცენტრს და თუ ჩათვლიან ისინი საჭიროდ, ამ ორ შემთხვევაში, რომ განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორივე პაციენტს ჩვენთან შემოყვანისას თან ახლდა ნეგატიურად დადასტურებული ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით",- განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)