23:23 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 14:09:20, 1109 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე - ინფექციური საავადმყოფოდან 16 პაციენტი აბასთუმანში გადავიყვანეთ

დღეს დილით თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ის 16 ადამიანი გადაიყვანეს აბასთუმნის საავადმყოფოში, ვისაც კორონავირუსი არ დაუდგინდა.

როგორც დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ადამიანებს დაზღვევის მიზნით 14 დღის განმავლობაში კარანტინში მოუწევთ ყოფნა.

„ჩინეთიდან ჩამოსული პირველი ჯგუფი, გასულ კვირას ჩვენ მოვათავსეთ ორკვირიან კარანტინში საჩხერის სამედიინო ცენტრის სასტუმრო განყოფილებაში. ჯამში 34 ადამიანი, აქედან დღეს სამი ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოღონდ შესაბამისი პირობების დაცვით. წინასწარ ეს პირობები შესწავლილი იქნა და შეფასდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური გუნდების მიერ. ეს ყველა ქვეყანაში მიღებული ფორმაა. ისინი 14 დღეს დაყოფენ თვითიზოლაციაში.

მეორე საიზოლაციო საავადმყოფო არის აბასთუმანში. იქ ინფექციური საავადმყოფოდან დილით გადაიყვანეს ის 16 ადამიანები,ვისაც გუშინ არ დაუდასტურდა ლაბორატორიულად კორონავირუსი. მაგრამ ისინი 14 დღეს დაყოფენ კარანტინში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics