20:44 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 16:02:03, 1871 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში გადავა საცხოვრებლად

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ  34  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრებ ელბაქიძეების დევნილ ოჯახს ესტუმრა და კომისიის გადაწყვეტილება პირადად გააცნო.

„ადგილზე მოვინახულე რა პირობებში ცხოვრობს ეს ოჯახი და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ოჯახი, მალე,  გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში გადავა საცხოვრებლად. ჩვენი მიზანია, რომ ელბაქიძეების მსგავსად, თითოეულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.  

ცხინვალიდან დევნილი ოჯახი 1993 წლიდან, სოფელ მეღვერკისში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უახლოეს დღეებში, მათ გორში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ კორპუსში, ოროთახიანი ბინა გადაეცემათ.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics