08:25 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 16:44:34, 1812 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორის რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ქვემო სამგორში მიმდინარე სამუშაოები რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

საგზაო სამუშაოები გარდაბნის გზატკეცილზე, პირველ ჩიხში მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 27 ათასი ლარია, 540 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „არსაკიძე 2000“ ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს  მოსკოვის გამზირის N48ა კორპუსის მიმდებარედაც. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოები მოწესრიგდება, ასფალტის საფარი კი 560 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

პროექტის განსახორციელებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, შიდა ეზოები ასევე, წესრიგდება და ბორდიური ეწყობა მოსკოვის გამზირის N19 და N35 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მისამართებზე ჯამში, 1 000 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება.

სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.

 

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics