00:53 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-28 23:44:57, 237 ნახვა

სამართალი
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან დაკავებული დემონსტრანტების (რომლებსაც ხელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ „შეურაცხმყოფელი პლაკატები“ ეჭირათ) წინააღმდეგ ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმა გამოიყენა.

  • თორნიკე თოშხუა - 3000 ლარი;
  • მარიამ მეყანწიშვილი - 6000 ლარი;
  • ნატო ბოლქვაძე - 5 დღიანი პატიმრობა;
  • შაკო ბაღდოშვილი - 10 დღიანი პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ განიხილა დაკავებული ვასილ ბერიძისა და ია მელითაურის საქმეები. მისი გადაწყვეტილებით:

  • ია მელითაური იზოლატორში 5 დღეს გაატარებს;
  • ვასილ ბერიძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს, აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics