|
2019-03-19 14:19:44, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გაწვევის გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუნდმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. „ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური საფუძველი. ვინაიდან თავის დროზე ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი, შეიკრიბა უმრავლესობა და მიიღო გადაწყვეტილება მისი გადაყენების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის პოზიცია მანადმეც იყო ცნობილი, თუმცა სამწუხაროდ, ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა. მან გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტს უნდა გადაეყენებინა ის და არ აპირებდა თვითონ გადადგომას. ეს არის მოცემულობა. შესაბამისად, უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე, რასაც აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება დეპუტატების კითხვას, უკავშირდება თუ არა კვაჭანტირაძის გადაყენება მისი მუშაობის ხარისხს, კობახიძემ ასე უპასუხა: „რაც შეეხება ახორციელებდა თუ არა თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე, ამას არანაირი კავშირი არ აქვს გადაწყვეტილებასთან, თუმცა ამაზეც გვქონდა უმრავლესობის სხდომაზე საუბარი და იქ ითქვა, რომ ეს კომიტეტი არ გამოირჩეოდა წარმატებებით. ეს იყო რეალობა, რომელზეც გვქონდა საუბარი“. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თავად ზვიად კვაჭანტირაძეს მიმართა: „წარმატებული იყო ბატონო ზვიად თქვენი კომიტეტი ? ჩახედეთ ანგარიშს, უბრალოდ არ შეიძლება ამაზე საუბარი. თუ რომელიმე კოლეგა აქ წარმატებულად მიიჩნევს ამ კომიტეტის საქმიანობას, მაშინ მე არ ვიცი. დიასპორა პარლამენტში იყო ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი ესეც არის, რომ ამ მიმართულებას დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და ამ პრინციპით მიიღება გადაწყვეტილება ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობაზე“.
თელავში ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისში, ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)