|
2026-07-21 11:35:48, 265 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, არაფერი საგანგაშო არ არის და ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება. „ძალიან მოკლე დროში მოსული უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მხოლოდ თბილისში არ ქმნის პრობლემებს. მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში, მათ შორის ჩვენზე ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და ბევრი საკითხი მოწესრიგებულია. თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა თბილისში არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, ყველგან, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ, პირველ რიგში, ვაახლებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ვაწყობთ სანიაღვრე სისტემებს და ა.შ. გვახსოვს, წინა წლებში გზების რეაბილიტაცია ხშირად მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით შემოიფარგლებოდა. ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციისას, პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაახლებთ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა, დღეს კი ამ პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს. არაფერი საგანგაშო არ არის, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის. ჩვენ ამ მიდგომას მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველა იმ ქუჩასა და გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაახლებთ. ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და ამავე პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)