12:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 14:32:41, 1681 ნახვა

კომენტარი
საქართველო მზად არის, რუსეთს ტუ-154-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნაში დაეხმაროს

საქართველო მზად არის, რუსეთს ტუ-154-ის ავიაკატასტროფაში გარდაცვლილების ცხედრების ძებნაში დაეხმაროს, თუ რუსული მხარე შესაბამისი თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ  “რია ნოვოსტისთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მსგავში თხოვნით ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსთვის ჯერ არ მოუმართავს. 

"რუსულ მხარეს ასეთი თხოვნით არ მოუმართავს. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ გავქვს გამოცდილება, როდესაც შესაბამისი სამსახურები მონაწილეობდნენ ყაზბეგის რაიონში მეწყერის დროს მთებში დაკარგული ადამიანების ძებნაში. ასე რომ, ასეთი გამოცდილება არის და, როდესაც არსებობს აუცილებლობა, შესაბამისი სამსახურები ერთვებიან. თუმცა, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ჩვენთის ასეთი თხოვნით არ მოუმართავთ”, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მუსიკოსებს ჰმეიმის რუსულ ავიაბაზაზე მყოფი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. ლაინერი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც შავი ზღვის რუსული აკვატორიის თავზე მანევრს ასრულებდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics