2026-06-18 11:57:54, 279 ნახვა
სამართალი
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გალიდან მასწავლებელს, შალვა ხიზანიშვილს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯაშუშობის ბრალდებების გარდა, ხიზანიშვილს ასევე ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში.
ე.წ. საგამოძიებო ორგანოების ცნობით, 39 წლის მამაკაცმა აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ერთ-ერთი სასაზღვრო პოსტი გადაიღო, რისთვისაც მან ფულადი ჯილდო მიიღო. ასევე, სავარაუდოდ, მას შემდგომში ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცეს.
ხიზანიშვილი 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,