12:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 15:46:51, 448 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, 21 მარტს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული ჰქონდეთ

„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული ჰქონდეთ“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს   დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ვალდებულია 21 მარტს კანონის შესაბამისად უსაფრთხოების ზომები დაიცვას.
„საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატები მიმდინარეობს და ეს უფრო ინტენსიური ხდება 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს გამოხატვის თვისუფლება ჰქონდეთ და მათ მოქალაქეებისათვის საკუთარი პოზიცია ხელმისაწვდომი გახადონ. მთავრობას, კი ბუნებრივია ევალება უსაფრთხოების ზომები დაიცვას“, – აღნიშნა ნორლანდმა.
ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია აქციაზე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს
„აუცილებელია საზოგადოების ნაწილს ამ პროცესის თავის სასიკეთოდ გამოყენების საშუალება არ მიეცეს“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics