01:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-28 21:38:12, 1151 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთმა უკრაინის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა.

რუსი პოლიტიკოსი მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და იუწყება, რომ ქვეყანამ საქართველოს „ევროპული საქართველოს“ მიერ 26 იანვარს ჩატარებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. 

"მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ. 26 იანვარს ქართული ოპოზიციის მიერ ჩატარდა ანტირუსული პოლიტიკური აქცია, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში გაითიშა მთავარი და სარეზერვო ელექტროკვების წყაროები.
მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოში გაგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ანალოგიური გზავნილი გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს. 
ამჟამად, სექციის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics