|
2022-01-27 13:56:09, 764 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე - იმ დონემდე დავეცით, რომ მთავრობა ვერ ახსენებს რუსეთს, ეს სამარცხვინოა
როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია ამას ვერ ჩაანაცვლებს, აიტომ არ უნდა ვეცადოთ სიტუაციის შელამაზებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო იმ დონემდე დაეცა, რომ მთავრობა ვერ ახსენებს რუსეთს, რაც მისივე თქმით, სამარცხვინოა, „უკრაინა დღეს საქართველოსთვის, ყველა მოქალაქისთვის ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, ამიტომ ყველა ნორმალური პოლიტიკური პარტიის ინტერესია კომუნიკაცია ჩვენ პარტნიორ მეგობარ უკრაინასთან, რომელიც განსაცდელშია და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ სირცხვილით, რომელიც გვაჭამა ჩვენმა მთავრობამ ყველას თვალში, ამას ვერ გამოასწორებს ოპოზიციის ან საზოგადოების აქტიურობა, სანამ მთავრობას არ გამოვცვლით მაგრამ ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველა ასპარეზზე, როგორც შეგვეძლება. ეს შეხვედრა კი ნაწილია ამ ნორმალური პროცესის, იმ არანორმალურ ფონზე რასაც ვხედავთ მთავრობისგან, "ქართული ოცნების" სტანდარტითაც კი სამარცხვინო ამბავია, იმ კონიუქტურის განცდაც კი არ ეყოთ, რომ რუსეთი ეხსენებინათ მაშინ, როდესაც რეალურ ნაბიჯს არ დგამენ. საპარლამენტო რეზოლუცია ამას ვერ უშველიდა, ნორმალური საპარლამენტო რეზოლუციაც კი, თუ კი ის აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ავალდებულებდა მოქმედებას, ეგეც კი ვერ გააკეთეს ისეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არიან ყველას თვალში, ივანიშვილის გარემოცვა და მისი პროპაგანდა სწორედ ამაზე დგას, შიშის დანერგვაზე და ვითომ პრაგმატულობაზე, თითქოს ამით ჩვენ გადავრჩებით, ამ დროს ყველაფერი არის პირიქით, როგორც გვასწავლის ამას ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი იმპერიულ რუსეთთან ურთიერთობის ისტორია. რაც შეეხება ჩვენს კრიტიკულობას, ფორმალურად მაინც, რომ ეხსენებინათ რუსეთი განცხადებებში ეს იქნებოდა სახის შენარჩუნების მცდელობა, მაგრამ მათ ესეც არ გააკეთეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მოქმედებს შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან მაშველი რგოლის გადაგდება, არ უნდა ვეცადოთ შელამაზებას ვითარების, იმ დონემდე დავეცით, რომ მთავრობა ვერ ახსენებს რუსეთს, ეს არის სამარცხვინო.“ - განაცხადა ბოკერიამ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)