02:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 11:31:40, 616 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის უარი „პროვოკაციული კამპანიაა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი „წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა“.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტში ჩადებულია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და საუბარია იმაზე, რომ საქართველო გმობს რაიმე ტიპის ესკალაციას.

„მხარდაჭერა ჩადებულია რეზოლუციის ტექსტში, უკვე არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავგმოთ, რომ დაუშვებელია რაიმე ტიპის ესკალაცია, ეს არის ამ ტექსტში. თუ სხვა ინტერესები ამოძრავებთ, ვფიქრობ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანია, რომელიც ორიენტირებული იყო არა მართლა იმაზე, რომ ჰქონდა ვინმეს ინტერესი რეზოლუციის მიღების და არა იმ ინტერესზე, რომ მართლაც ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ერთობლივად გამოგვეცხადებინა სოლიდარობა, არამედ სხვა პიარ კამპანიაზე გათვლილი სტრატეგია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი წარადგინა, თუმცა მმართველი გუნდის გარდა, აღნიშნულ რეზოლუციას არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics