|
2022-01-05 18:29:43, 1218 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ე.წ შავ სიაზე - პირებს, რომლებიც უსამართლობას სჩადიან, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს და ე.წ შავი სიის იდეას აცნობს. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომლებიც დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევენ. მისივე თქმით, პირებს, რომლებიც უსამართლობას ჩადიან, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ. "ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა "შავი სიის" იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. ამ ხალხის: მოსამართლეების, პროკურორების, თანამდებობის პირების, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და თითოეული ქართველის კეთილდღეობის მტერზე.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)