08:33 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 18:48:45, 725 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მშვენიერაძე - სააკაშვილი არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობის მსხვერპლი

„მიხეილ სააკაშვილი არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობის“, - განაცხადა GDI-ის წევრმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაუხლების შემდეგ.

მისივე თქმით, იგი შეეცდება, რომ ექს-პრეზიდენტს, როგორც იურისტმა სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს.

„აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს ამის გაგრძელება, მათ შორის იცით, რომ დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებული და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი არის მისი როგორც დაზარალებულის უფლებების კუთხით მუშაობაც, რადგანაც ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობის...
როგორც კი საშუალება მომეცემა შევხვდები და ცხადია, ვეცდები, როგორც იურისტმა აღმოვუჩინო სამართლებრივი დახმარება იმ ნაწილებში, რომელთა ნაწილებიც ვფიქრობ, რომ შეიძლება ცალკე მიმართულებლად იქნას გამოყოფილი. მას ამავდროულად ჰყავს ძალიან კარგი იურისტთა ჯგუფი, ადვოკატები, ჩემი კოლეგები, რომლებიც ძალიან კარგად იცავდნენ და სამართლებრივ მომსახურებას უწევდნენ და მათი ძალიან მადლიერია“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics