|
2021-07-18 15:42:31, 719 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება - კუჭავამ სხდომა უვადოდ გადადო
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა დღეს აღარ გაგრძელდება. გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს, ის პასუხისმგებლობას ჟურნალისტებსა და ოპოზიციას აკისრებს. კუჭავას თქმით, დღევანდელი პროტესტი მიზანმიმართულად იყო დაგეგმილი, რომ სხდომა არ ჩატარებულიყო. მისივე განმარტებით, პროტესტის რეჟიმში განხილვის გაგრძელება, შს მინისტრის მოსმენას არ ემსახურება. "რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. მათი მიზანი დღეს არ იყო სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროა, როცა იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა. ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა",- თქვა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)