|
2021-06-12 12:40:02, 1059 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ნატო-ს წევრ ქვეყნებში არაა ისეთი ახლო ურთიერთობები, როგორიც საქართველოში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში არ არის ისეთი ახლო ურთიერთობები, როგორც საქართველოში, რაც დადასტურებულია ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან. მისივე თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველო უნდა ელოდოს, რომ ნატო-სთან კავშირი, რაც შეიძლება უახლოეს ხანში მოხდება. „ნატო-სთან ურთიერთობები საკმაოდ დაახლოებულია. პრინციპში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში არ არის ისეთი ახლო ურთიერთობები, როგორიც არის საქართველოში, ეს დაფიქსირებულია ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, თუმცა ასევე საჯაროდ არის ნათქვამი, რომ ელოდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ, სამხედრო პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ამ ალიანსთან დაამყარა ძალიან მჭიდრო კავშირი და იმ არსებული რეალობიდან და დებულებებიდან გამომდინარე, რაც აქვს ნატო-ს, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეს კავშირი, რაც შეიძლება უახლოეს ხანში მოხდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)