|
2021-06-11 15:39:18, 612 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა
საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში კერძო სექტორის დახმარების ღონისძიებებზე, რომელთა მიზანიც იყო თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, კომპანიებს გაეგრძელებინათ მუშაობა და პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფად შეძლებოდათ საქმიანობის მასშტაბების აღდგენა. „ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულების რაოდენობა 2019 წლის აპრილში შეადგენდა 575 ათას ადამიანს. თუმცა, პანდემიის დროს 2020 წლის აპრილში შემცირდა 530 ათასამდე, ხოლო 2021 წელს გაიზარდა 627 ათასამდე ანუ გაიზარდა 2019 წელთან შედარებითაც, დაახლოებით, 9 პროცენტით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესი. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2021 წლის აპრილში მცირე ბიზნესი გაიზარდა 113 პროცენტით, საშუალო ბიზნესი 59 პროცენტით, მსხვილი ბიზნესი - დაახლოებით, 29 პროცენტით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)