|
2021-06-10 11:34:55, 572 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა და არც მოადგილეობა
თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა და არც მოადგილეობა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ კომიტეტების თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მას კომიტეტის თავმჯდომარეობა არ აინტერესებს და რიგით დეპუტატად დარჩება. „ჩვენ სულ ორი კაცი ვართ, ლევან იოსელიანი ისედაც ვიცე-სპიკერი არის, მე ვარ ორი კომიტეტის წევრი და ასევე ვარ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის წევრი. თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა, არც მოადგილეობა და არაფერი არ მინდა. ვარ რიგითი დეპუტატი და ვიქნები, ძალიან ბევრი საქმეც მაქვს და თუ პასუხისმგებლობით უყურებს რომელიმე დეპუტატი, არ არის აუცილებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)