02:26 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 17:18:00, 966 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია „ოცნებას“ - შემოვედი, რომ რაც შეიძლება მალე, თითოეული თქვენგანი ამ დარბაზიდან გავიყვანო

შემოვედი, რომ რაც შეიძლება მალე, თითოეული თქვენგანი ამ დარბაზიდან გავიყვანო, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველი გუნდის დეპუტატებს.

ნიკა მელიას თქმით, მისი მიზანია, რომ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება.

„რატომ ვარ აქ? ერთადერთი ის, რის გამოც მე დღეს აქ ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში, რაც შეიძლება მცირე ვადით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაკლებად დაგაფრთხოთ, თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი აქ, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციით და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიულ კანტორად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics