01:30 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 12:41:07, 1131 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს, ეს სხვაზე უფრო მეტად ჭორია

არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილის მიერ გახარიას შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.

„მთავარი კითხვაა - რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შემოსვლას. მისგან რაც მოვისმინეთ, მან კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა. უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც ოთხი თვის წინ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისე საუბრობს, თითქოს, სულ ახლახან რომელიღაც სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა საქართველოში, აღმოაჩინა, რომ თურმე, ინსტიტუციები მოშლილია და კორუფციაა, მაშინ როცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციას იცავდა და ამბობდა, რომ ეს იყო ქართულ-ჯიგრული მოვლენა და არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. დღეს საუბრობს, როგორი ცუდია პოლარიზაცია და დაპირისპირება. ყველას გვახსოვს 20 ივნისს სროლა და მისი საპარლამენტო მუქარა ოპოზიციის მიმართ – დაგამთავრებთო. ამ ყველაფერზე საუბარი იმ ტონალობაში საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვას აღძრავს, ვიდრე პასუხს, რას ემსახურება მისი პოლიტიკაში შემოსვლა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics