23:51 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 12:32:41, 624 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა გაუჭირდება, ეს არ არის სელფის დადება

მისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა იოლი არ იქნება, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას.

როგორც მან აღნიშნა, გახარია ძირითადად, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება, რადგან ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი მას მხარს არ დაუჭერს.

„იოლი არ იქნება მისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა. ეს არ არის სელფის დადება და ასობით ათასი მოწონების დაგროვება. მან უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, განსაკუთრებით 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორ მოახდენს პოზიციონირებას, რა პოზიციები ექნება მას, თუნდაც, „ქართულ ოცნებასთან“, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, თუ მას სურს ოპოზიციონერობა, ვისი ოპოზიცია იქნება?

რაც შეეხება იმას, თუ ვისი კონკურენტი იქნება. ის ძირითადად, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი გიორგი გახარიას არასდროს მისცემს ხმას, ისევე როგორც სხვა რეალურად ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics