21:18 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 14:47:50, 793 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, „ენმ“-ის უმრავლესობას პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

ძალიან ბევრ ადამიანს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება.

„ძალიან ბევრ ადამიანს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შესაძლებელია, მეც მქონდეს უკვე მიღებული. წინ ბევრი არაფერი მიდგას, რომ დღეს საღამოს ჩავატარო ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება და ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში. განგებ არ ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ ვთქვი არაერთხელ და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება. არ მინდა უპატივცემულობა დავაფიქსირო ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics