|
2021-05-10 17:12:18, 790 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა
ესე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქი-ბუქი სამართლებრივი სახელმფიწოს პრინციპის შესაბამისად, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირმა გირაოს გადახდით, მიხეილ სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა. მანვე დასძინა, რომ ევროკავშირისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს არც „ნაციონალური მოძრაობა და არც ნიკა მელია. „ესე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქი-ბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, როდესაც არავის მიეცემა შესაძლებლობა რომ კანონი დაარღვიოს, თუკი დაარღვევს, მისი აღსრულება ხდება, შემდგომ ვუყურებდით, რომ ბაქი-ბუქობდა, რომ ვერ დააკავებდნენ და დააკავეს, ამბობდა რომ გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო, მოუწია ზედმეტი ბაქი-ბუქის გარეშე ასევე ამ გირაოს მიღება და შემდგომი ნაბიჯი იქნება, ამნისტიაზე იტყვის, რომ გავრცელდეს მასზე. რაც არ უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები, საქმე გვაქვს შემდეგნაირად, ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომ მელიას საშუალებით სურდა სააკშვილს რუსული სცენარი განეხორციელებინა აღკვეთა. ეს არის მარტივი საკითხი. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ნიკა მელია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)