|
2020-11-29 16:12:15, 672 ნახვა
საზოგადოება
ზურა ჯაფარიძე „რეფორმერზე“ - მთელ ფიტნეს დარბაზს ჩემს სახლად ვქირაობ და ვისაც ვარჯიში გინდათ შეგიძლიათ მესტუმროთ
„მთელ ფიტნეს დარბაზს ჩემს სახლად ვქირაობ და ვისაც ვარჯიში გინდათ შეგიძლიათ მესტუმროთ“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, შრომის ინსპექცია დარბაზს ვეღარ დააჯარიმებს, რადგან სალარო აპარატი გამორთული იქნება. „ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. სანამ რეგულაციები არსებობს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლი. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს ფართთან ერთად გიორგი და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ან ახლოს ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ სტუმრად მოხვიდეთ აქ, ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ. "ხვალიდან უფლება არ აქვს არავის, რომ აქ შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. აპარატი არ იმუშავებს, გატრიალდებიან და გავლენ, სხვას აქ არავის შემოვუშვებ. მოდით სტუმრად ვისაც ვარჯიში გინდათ, მარტო მოვარჯიშე ხალხს ვუშვებ, სმა, წევა და რამე არ მოსულა. მეც ვივლი თბილისიდან და ვივარჯიშებ, იქ დაკეტილია ყველაფერი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)