23:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 13:08:54, 1453 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, ათენი-თბილისის მიმართულებით რეისი განხორციელდება

დღეს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგშია აღნიშნული რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით განხორციელდება.

მგზავრებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით მომდევნო ფრენები განხორციელდება:

10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი,

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი,

14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი,

16 აპრილი - თბილისი- პარიზი-თბილისი,

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი,

21 აპრილი- თბილისი-რომი-თბილისი,

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი,

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. მოქალაქეების ჩამოყვანას კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics