|
2020-04-03 13:28:12, 1920 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. „თბილისის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ. დღეს სამ ლოკაციაზე ვმუშაობთ. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და ვარკეთილი. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება და დეზინფექცია თბილისის დანარჩენ ქუჩებსა და ტროტუარებსაც ჩაუტარდება“, - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, რომეო მიქაუტაძემ. დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩატარდა. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. უახლოეს მომავალში, რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის დეზინფექცია იგეგმება, რის შემდეგაც, თბილისის დანარჩენი ქუჩები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)