|
2019-12-04 14:45:11, 1583 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ჩვენს გარშემო საშინელი ბრძოლაა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს
„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს“,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ქადაგებაში პატრიარქმა ადამიანის ბუნებასთან კავშირზე და ტაძარში სიარულის აუცილებლობაზე ისაუბრა. „ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანის სულისთვის. ბოროტი ძალა ცდილობს, ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა შორის. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. თვითონ ადამიანზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს კეთილ გზას თუ ბოროტს. ძალიან ხშირად ისმის, მე მინდა, ბედნიერი ვიყო დედამიწაზე და იქ რა იქნება, მე არ მეკითხებაო. არ არის ეს სწორი. ჩვენი აქ ყოფნა წულისოფელია. ეს წუთისოფელი არარა არის სასუფეველთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, კავშირი დედამიწასთან“, - განაცხადა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)