19:45 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-09 18:44:50, 210 ნახვა

საზოგადოება
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ იმნაძის ბებიის მიერ გასაჯაროებული მიმოწერის შესახებ მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული მიმოწერა ვითარებას არ ცვლის, ვინაიდან ნია იმნაძეს უშუალოდ მკვლელობას არავინ ედავებოდა, ბრალდება სწორედ დანაშაულის წაქეზებას ეხება.

ეკა კუპატაძის შეფასებით, ის, რაც საქმის მასალებშია ასახული, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია.

„ათმა არასრულწლოვანმა 4 დღეში დაგეგმა და ჩაიდინა მკვლელობა. თქვენზე მეტად მე მიკვირის. უფრო მეტად მიკვირს, რაც დევს საქმის მასალებში. მკვლელობისთანავე, როგორც კი ტაქსიში ჩაჯდა გაბაშვილი, დროის სიზუსტით გეუბნებით, მაშინვე წერს ანი ნასყიდაშვილს [შეტყობინებები] წაშალე.

ტრაგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ის აწვდის თავისი ელექტროშოკის ინფორმაციებს და ეუბნება გათიშავს თუ არა პიროვნებას, თან ეუბნება, დაივიწყე რაც გითხარი. ხალხო, ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან. მე რა, რომ იყვნენ 17 წლის ბიჭები? ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები, მათ დარტყმის ტექნიკებიც იციან“, - განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ, „TV პირველთან“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics