|
2019-12-03 15:55:08, 1503 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი კატარის ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში ეკოტურიზმის და აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც კიდევ მეტად უნდა განვითარდეს. შეხვედრაზე, კატარის ელჩმა ლევან დავითაშვილს პირადად მიულოცა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად საქართველოს არჩევა და მინისტრი კატარში დაგეგმილ გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)