|
2019-12-03 15:40:38, 1974 ნახვა
საზოგადოება
მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქციაზე ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს
მცხეთის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს. აღნიშნული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ზაალ უდუმაშვილი პირდაპირ ეთერში სატელევიზიო კომენტარს აკეთებდა. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, პირი, რომელმაც უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას კონტრაქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს, თუმცა სამართალდამცველებს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ დღეს, მცხეთაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან აქციას მართავენ, რომელზეც ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პარალელურად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მსვლელობით მიდიან.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)