|
2019-12-03 14:05:48, 700 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი: სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის საჯარო განხილვას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დასკვნითი საჯარო განხილვისადმი მიძღვნილი შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. გიორგი ხანიშვილმა სტრატეგიის, როგორც პოლიტიკური დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაეროს განვითარების ფონდს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას სტრატეგიის შემუშავებაში გაწეული ექსპერტული და ფინანსური დახმარებისთვის. „სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიების კონსოლიდირებულ და განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ძირითადი ორიენტირის განმსაზღვრელი დოკუმენტია. უმნიშვნელოვანესია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვა, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა ეტაპობრივად შევუქმნათ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს. ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)