22:06 - 09 Aug, 2026
|
2019-11-29 18:25:20, 3305 ნახვა
საზოგადოება
„გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს
„გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს. მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, "ბიბლიური თავისუფლების" წევრები "გირჩის" ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდეს. წარმოსადგენი დოკუმენტაცია - პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური. მონანიების საფასური: 50 ლარი. შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" "ბიბლიური თავისუფლება" ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)