23:12 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 19:27:35, 2184 ნახვა

საზოგადოება
„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - კობა გვენეტაძემ ზურაბ ჟვანიას ოჯახს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და მის შვილს, ბესარიონ ჟვანიას უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახს საჩუქრად გადასცა სებ-ის ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესა და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - შეგახსენებთ, რომ მონეტის რევერსზე სწორედ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზაა დატანილი.

კობა გვენეტაძის თქმით, "ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზურაბ ჟვანიას როლი კი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში ფასდაუდებელია".

აღსანიშნავია, რომ დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics